ირანმა თეირანში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა სადავო კუნძულების შესახებ განცხადების გამო
ირანმა დაიბარა რუსეთის ელჩი თეირანში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და არაბულმა ქვეყნებმა ამ კვირის დასაწყისში გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ეჭვქვეშ აყენებენ ირანის პრეტენზიებს სპარსეთის ყურეში სადავო კუნძულებზე, იტყობინებოდა 2 სექტემბერს ირანის სახელმწიფო მედია.