გოგოლათი: რაჭის "სოფელი-მუზეუმი", რომლის რეაბილიტაცია ვერა და ვერ დაიწყო
ამბროლაურიდან 28 კილომეტრში, მდინარე შარეულას ხეობას თუ გაუყვები, ტყეში ჩაკარგული გზა სოფელ გოგოლათამდე მიგიყვანს. ამ სოფელს რაჭის "ღია მუზეუმსაც" უწოდებენ, რომლის რეაბილიტაციას და მოვლას ხელისუფლება ადგილობრივებს 2019 წლიდან ჰპირდება.