მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, ოქტომბრისთვის ემზადება - რატომ აქებს დასავლეთი კიშინიოვს და აკრიტიკებს თბილისს?
20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეფერენდუმი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაწყებული აქვს - რუსეთის მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიისა და პრორუსული ჯგუფების ძირგამომთხრელ საქმიანობას უსწორებს თვალს.