ბასილაშვილის ძმის ჩვენება სასამართლოში ყოფილი რძლის წინააღმდეგ
13 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო სხდომაზე პირველად მივიდა ჩოგბურთელის ძმა თენგიზ ბასილაშვილი და ჩვენება ყოფილი რძლის წინააღმდეგ მისცა. ბრალდებებს დარბაზში ისმენდა თავად დაზარალებული ნელი დოროყაშვილი. "მთლიანი ჩვენება არის ტყუილი" - თქვა მან დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.
