დააკავეს კაცი, რომელმაც შსს-ს თანახმად, აქციის შემდეგ "მზიურში" სამეთვალყურეო კამერები დააზიანა
პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისთვის. შსს-ს გამოძიების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, პარკ "მზიურში" მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში შემთხვევის თარიღი მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. უწყება ხაზს უსვამს, რომ ბრალდებული ადრე მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით... Читать дальше...