ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 02.12.2024

ბერბოკი: ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა ჩვენს ურთიერთობაზე აისახება

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 2 დეკემბერს თავის ჩინელ კოლეგას მიმართა გაფრთხილებით, რომ პეკინის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა ორი ქვეყნის კავშირებზე აისახება - იუწყება ბერბოკის ოფისი. ბერბოკი "სტრატეგიული დიალოგის" გამართვის მიზნით, პეკინში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის. შეხვედრა შედგა იმ ფონზე, როცა ბერლინი უთანხმოების გამომწვევი საკითხების განხილვის პარალელურად, ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. "უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის ჩინეთის მხარდაჭერის გაზრდა აისახება ჩვენს კავშირებზე"... Читать дальше...

„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი

Radiotavisupleba.ge 

შშმ ადამიანების უფლებების დამცველი, აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი ერთ-ერთია აქციის იმ მონაწილეებს შორის, ვისაც, მხოლოდ იმისთვის, რომ დემონსტრაციაზე იდგა, სპეცრაზმმა გამეტებით სცემა. მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა, უჭირს სუნთქვა, დაზიანებები აქვს სახესა და სხეულზე.

ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

Radiotavisupleba.ge 

ყველა ადამიანი, ვისაც ბოლო დღეებში რუსთაველზე, საპროტესტო აქციების დროს სცემეს, ხაზგასმით ამბობს, რომ პოლიცია და სპეცრაზმი დემონსტრანტებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება მაშინაც კი, როცა ისინი წინააღმდეგობას არ წევენ.

კობახიძე ამბობს, რომ მზადაა დებატებისთვის ყოფილ მინისტრებთან

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზადაა, გამართოს დებატები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძესთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან. „თუ მათ აქვთ სურვილი, მე ვარ აბსოლუტურად მზად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად 2 დეკემბერს, თუმცა დასძინა, რომ მათს გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. „ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, გიდასტურებთ ჩვენს მზაობას... Читать дальше...

თანამდებობა დატოვა შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების უფროსმა ინსტრუქტორმა - პრეზიდენტმა მას "პირველი მერცხალი" უწოდა

Radiotavisupleba.ge 

თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ - ინფორმაციას ის თავად ავრცელებს ფეისბუკის პირად გვერდზე. "დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან", - წერს შსს-ს ყოფილი... Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილი და შსს-ს 10 მაღალჩინოსანი - ცნობილია იმ პირთა სია, რომლებსაც ბალტიის სახელმწიფოებმა სავიზო სანქცია დაუწესეს

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი x-ში აქვეყნებს იმ ქართველების სიას, რომლებსაც ლიეტუვა სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი პასუხისმგებლობის გამო. ლანდსბერგისის მიერ გამოქვეყნებული სია აერთიანებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს. სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია: ბიძინა ივანიშვილი ("ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე); ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი); იოსებ ჭელიძე (შს... Читать дальше...

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯანელიძე მზად არის კობახიძესთან საჯარო დისკუსიისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იღებს „გულწრფელი ადამიანებისადმი” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას დისკუსიის შესახებ. ჯანელიძემ კობახიძეს ფეისბუკით მიმართა: „მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას... Читать дальше...

ზელენსკი: უკრაინის არმიას არ ჰყოფნის ძალები, საჭიროა კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნის საიმისო რესურსები, რომ გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ მან Kyodo News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. მან დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ რუსეთი კვლავ ვერ დაესხმება თავს უკრაინას. „ჩვენ არ გვყოფნის ძალა ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენს არმიას ახლა არა აქვს საკმარისი ძალა, ეს ასეა. დიახ, უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გადაწყვეტა.“ ოღონდ... Читать дальше...

ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს კიევში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ dpa იტყობინება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს უკრაინაში გერმანიის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. კიევში შოლცის ამჟამინდელი ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. პარასკევს უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერთან. ზელენსკის თქმით, მათ განიხილეს „გადამწყვეტი ერთობლივი ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა“. Читать дальше...

ზურაბიშვილი: სირცხვილია, როცა არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლის გამო, სამინისტროსთან აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა თანამშრომლებისთვის ახალი მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის წარსადგენად. Читать дальше...

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ. თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგების მიხედვით, სოციალ-დემოკრატებმა ზედა პალატის არჩევნებში მიიღეს ხმების 22,5% და ქვედა პალატაში - 22,2%. სამთავრობო კოალიციაში მათი მოკავშირე, მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“, შესაბამისად 14.4%-ს და 13.3%-ს აგროვებს. ორივე პალატაში მეორე ადგილებზეა მემარჯვენე-პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“. Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დღეს დილით პოლიციამ თბილისში დააკავა, თავისუფალია. დაახლოებით დღის პირველი საათისთვის ჯაფარიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე თავად გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით: „გარეთ ვარ”. მანამდე ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი მოთავსების ვერცერთ იზოლატორში ვერ მიაკვლიეს.  ჯაფარიძე კიდევ რამდენიმე დემონსტრანტთან ერთად ვაკის პარკის მახლობლად დააკავეს. ამ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 2 დეკემბერს... Читать дальше...

კობახიძე: საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის” არსებობას. „კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთან არის დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან - საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა... Читать дальше...

კობახიძე "იმედში" სპეცრაზმის შესვლას ადარებს საზმაუსგან ღია ეთერის მოთხოვნას საზოგადოების მხრიდან

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ აქციებს და ასევე ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მოთხოვნაზე, ასახოს საზოგადოების ინტერესები და მიუკერძოებლად მოჰყვეს მიმდინარე ამბების შესახებ. კობახიძის შეფასებით, სრულიად საქართველოს გადასახადის გადამხდელებისგან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ღია ეთერის მოთხოვნა, რასაც ადგილი ჰქონდა 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, არის "ბოლშევიკების ხელწერა", "განსხვავებული აზრის გამო... Читать дальше...

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა გზა გადაკეტეს - სწავლა შეწყვეტილია რამდენიმე სხვა სკოლაშიც

Radiotavisupleba.ge 

თბილისის კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს. ამ სკოლის მასწავლებლებმა წინა დღეებში თქვეს, რომ ამ ეტაპზე მათი მოსწავლეების უკეთესი მომავლისთვის აქციებზე ქვეყნის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვეთილების ჩატარება. სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების პეტიციაში წერია, რომ ისინი ემიჯნებიან საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას და მოსწავლეების გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს. "გადადგით... Читать дальше...

აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს სისხლისსამართლებრივი ბრალდებით

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ორი მონაწილე, მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება. შსს-ს მიერ დღეს, 2 დეკემბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაკავებული არიან 2007 წელს დაბადებული მ.გ. და 2003 წელს დაბადებული გ.მ. მათთვის წაყენებული ბრალი შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, გ.მ-მ 9 აპრილის... Читать дальше...

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": პროტესტი ქვეყანაში და პარტნიორების გადაწყვეტილებები

Radiotavisupleba.ge 

2 დეკემბერს ვისაუბრეთ "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე ქვეყნის პარტნიორების მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ გარდაუვალ ეფექტზე. სტუმარი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, მათ შორისაა ზურა ჯაფარიძე

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის სიახლოვეს პოლიციამ დააკავა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას დამფუძნებელი ზურა გირჩი ჯაფარიძე. ჯაფარიძის გარდა დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე, რომელთა რაოდენობის დაზუსტებასაც რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ცნობილია რომ ერთ-ერთი დაკავებული ლუკა მიშველაძეა. თვითმხილველები ჰყვებიან რომ პოლიცია სასტიკად სცემდა, მოფარებულ ადგილებში იტაცებდა მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა მათ, ვისაც აკავებდა. Читать дальше...

საია: „შსს ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს"

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს დილით განაცხადა უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”(საია) მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენების გარდა, მათ ტერიტორიიდან გასასვლელი გზა გადაუკეტეს. საიას ინფორმაციით, 1-2 დეკემბერს, მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი „ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების... Читать дальше...