მესამე ღამეა, პატრიარქის პანაშვიდზე ხალხის ნაკადი არ წყდება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებისა და მეორე დღეს მისი სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების შემდეგ, სამებაში მრევლის ნაკადი არ წყდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებისა და მეორე დღეს მისი სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების შემდეგ, სამებაში მრევლის ნაკადი არ წყდება.
მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა გარიგება, რომლის თანახმადაც კრემლი შეწყვეტს ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას - მაგალითად ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტების ზუსტი კოორდინატების - თუ ვაშინგტონი შეაჩერებს უკრაინის მომარაგებას რუსეთის შესახებ სადაზვერვო ცნობებით. ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს გამოცემა Politico. გამოცემა წერს, რომ ეს პირები იცნობენ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს. მათი თქმით, ამ შეთავაზებით რუსეთის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა მიმართა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შაბათს, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.
„მისი ნაწარმოებები ქართული საეკლესიო ტრადიციის გაგრძელებაა“ - ამბობს მუსიკოლოგი მანანა ხვედელიძე, რადიო თავისუფლებასთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საეკლესიო მუსიკალურ მემკვიდრეობაზე საუბრისას.
ჩეხეთის ხელისუფლება განზრახ მოწყობილ თავდასხმად განიხილავს ხანძარს, რომელიც პარასკევს, გამთენიისას მოხდა იარაღის საამქროში, ქალაქ პარდუბიცეში, პრაღიდან 120 კილომეტრის მოშორებით. ამ ცნობას ოფიციალური პირები ავრცელებენ, მედიაში გამოჩენილი ინფორმაციის შემდეგ - რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა იკისრა გაურკვეველმა ჯგუფმა, სახელით "მიწისძვრის ფრაქცია". ჯგუფი თავის ქმედებებს უკავშირებს პროტესტს პარდუბიცეს ობიექტებზე ისრაელისთვის განკუთვნილი იარაღის წარმოების წინააღმდეგ. "ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ინციდენტი... Читать дальше...
ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების მომენტიდან რუსული გემები კასპიის ზღვით ირანს საწვავს და სხვა საქონელს აწვდიან. 19 მარტს ისრაელმა პირველი საჰაერო დარტყმები მიიტანა კასპიის ზღვაში ირანულ პორტებსა და სამხედრო გემებზე.
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ლუკაშენკა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსს სთავაზობს "დიდი გარიგების" გაფორმებას. ლუკაშენკა ამ განცხადებით გამოვიდა ერთ დღეში მას მერე, რაც მინსკში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელს და რაც ბელარუსში 250 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.
კრემლის გულმხურვალე მხარდამჭერი ბლოგერი ილია რემესლო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი და პუტინის წასვლა მოითხოვა, სავარაუდოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
რომის პაპმა ლეონ XIV-მ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
საფრანგეთის საზღვარო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს ტანკერი, რომელიც რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს" ეკუთვნის - ამ ცნობას ავრცელებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პლატფორმაზე X.