ru24.pro
World News
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

„ამერიკის ხმის“ მუშაობა უნდა აღდგეს - გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო

0

აშშ-ის ადმინისტრაციამ საგარეო მაუწყებლის, „ამერიკის ხმის“( Voice of America, VoA) მუშაობა უნდა აღადგინოს და სამსახურში დააბრუნოს ათასზე მეტი თანამშრომელი.

მედიაორგანიზაციის დახურვა უკანონოდ გამოაცხადა ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა. მოსამართლის მიერ 17 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ამერიკული გამოცემები Politico და The New York Times-ი წერენ.

ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაავალა 23 მარტამდე „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები სამსახურში დააბრუნოს და მედიაორგანიზაციის მუშაობა აღადგინოს.

რამდენიმე ხნით ადრე მოსამართლე როის ლამბერტმა დაადგინა, რომ კერი ლეიკმა, რომელმაც „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა, გადაწყვეტილება მიიღო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე. მას შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა და გადაწყვეტილებები უკანონო იყო.

2025 წლის 14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირების შესახებ.

გლობალური მედიის სააგენტო(USAGM) ზედამხედველობას უწევს „ამერიკის ხმას", სხვა ფედერალურ მაუწყებლებსა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას(RFE/RL).

სააგენტომ მედიასაშუალებებს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება შეუჩერა. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარ მრჩევლად დანიშნულმა კერი ლეიკმა „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა.

სააგენტოს გადაწყვეტილებები სასამართლოში იყო გასაჩივრებული. მოსამართლე როის ლამბერტმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების(RFE/RL) სასარგებლოდ გადაწყვიტა სააგენტოსთან მისი დავაც.