ჰააგის სასამართლოში(ICC) დაიწყო გამოძიება ლუკაშენკას ხელისუფლების წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) პროკურატურამ ბელარუსის ხელისუფლების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ლუკაშენკას ხელისუფლების მიერ ბელარუსის მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დევნას.
