ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსეთის დარტყმების შედეგად
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ცნობებს ავრცელებენ უკრაინის რეგიონების ადმინისტრაციები, ინფორმაციას თავი მოუყარა "მედიაზონამ".
ოთხი ადამიანი სუმის ოლქშია დაღუპული - იუწყება რეგიონის ადმინისტრაცია. იამპოლსკის რაიონში დაიღუპა ორი პენსიონერი ქალი, ვოროჟბიანსკის რაიონში ავტომობილებზე დარტყმებს ორი კაცი შეეწირა. დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი.
ზაპოროჟიეს ოლქში, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დაიღუპა 86 წლის ქალი.
ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება რუსეთის დარტყმების შედეგად რვა დაჭრილი პირის შესახებ. კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიჭრა ხარკოვის ოლქში, ერთი - დნეპროპეტროვსკში. სამი ადამიანი დაიჭრა დონეცკის ოლქში, უკრაინის მიერ კონტროლირებულ ნაწილში - აცხადებს რეგიონის ადმინისტრაცია.
