ru24.pro
World News
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28

რუსეთში გაყიდვიდან მოხსნეს ვლადიმირ სოროკინის რომანი "ცისფერი ქონი"

0

რუსეთში გაყიდვიდან მოხსნეს მწერალ ვლადიმირ სოროკინის რომანი "ცისფერი ქონი". როგორც გამოცემა "ვიორსტკა" იუწყება, წიგნის ყიდვა ამჟამად შეუძლებელია მათ შორის პლატფორმებზე "ლიტრესი", "ლაბირინთი", "ჩიტაი-გოროდი" და Wildberries.

გამომცემლობა АСТ-მა - რომელმაც რომანი დაბეჭდა - გამოცემას უთხრა, რომ წიგნი გაყიდვიდან მოიხსნა, რადგან ის არ შეესაბამება "რუსეთის ფედერაციის მოქმედ კანონმდებლობას". გამოცემა Forbes-ს გამომცემლობის პრეს-სამდივნომ აცნობა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს "სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პრეტენზიების გამოხატვის რისკის გათვალისწინებით".

სხვა დეტალები უცნობია. როგორც "ვიორსტკა" იუწყება, რომანის აკრძალვის შესახებ ამ დრომდე ცნობები არ გავრცელებულა.

რომანი პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა. წიგნი მოგვითხრობს "ცისფერ ქონზე" - ამ სახელით მოიხსენიება ნივთიერება, რომელსაც რუსი მწერლების კლონები გამოიმუშავებენ.

2024 წელს მოსკოვის სასამართლომ დააჯარიმა გამომცემლობები "ეკსმო" და АСТ, ასევე ტიპოგრაფია "პარეტო-პრინტი", ბრალდებით, რომ ისინი ავრცელებდნენ არასრულწლოვანთა მონაწილეობით პორნოგრაფიას - რაც თითქოს სოროკინის რომანში, "მემკვიდრეობაში" იქნა აღმოჩენილი. მანამდე რომანში აღმოაჩინეს "ლგბტ პროპაგანდა" და АСТ-მა წიგნი გაყიდნვიდან მოხსნა.

თავად სოროკინი აცხადებდა, რომ მის რომანში არაა არც პორნოგრაფია, არც პედოფილია და არც "ლგბტ პროპაგანდა", რადგან ყველა პერსონაჟი ზრდასრულია, სასტიკი სცენები ირეკლავს სისასტიკეს მსოფლიოში, ხოლო საკუთრივ ტექსტი ფანტასტიკის ჟანრშია დაწერილი.