ru24.pro
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

"დახმარება გზაშია": ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ საპროტესტო აქციები

0
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მან აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გააუქმა ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება“.
„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი დაწესებულებები!!!... დახმარება გზაშია“, დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია Truth Social-ში.
პოსტში ტრამპმა დაწერა მოწოდება, დააფიქსირონ „მკვლელებისა და მოძალადეების“ სახელები. „ისინი დიდ ფასს გადაიხდიან“, ხაზგასმით აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის განცხადება მიუთითებს აშშ-ის პოზიციის ცვლილებაზე წინა დღესთან შედარებით. ორშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანთან დიპლომატიური არხი ღია რჩება და რომ ირანმა „ძალიან განსხვავებული პოზიცია“ დაიკავა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან კერძო მოლაპარაკებებში. ამასთან ლევიტმა თქვა, რომ ტრამპი არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას.
თავად დონალდ ტრამპმა 11 იანვარს თავის თვითმფრინავში, Air Force One-ში, ჟურნალისტების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ირანის ლიდერებს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვა სურთ. „ჩვენ შეგვიძლია მათთან შეხვედრა. შეხვედრა იგეგმება“, აღნიშნა მაშინ ტრამპმა და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს „შესაძლოა უკვე შეხვედრამდე მოუწიოს მოქმედება“.


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დეკემბრის ბოლოს დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მთავრობის მიერ სასტიკი ჩახშობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ი, ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 2000-ს აღწევს.
ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ირანის მთავრობის მიერ ინტერნეტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვის გამო, რაც მიზნად ისახავს მომიტინგეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის ინფორმაციის ნაკადის შეზღუდვას, შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდეს და რამდენიმე ათასს მიაღწიოს.
დაკავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Iran Human Rights, რომელსაც ნორვეგიაში უდევს ბინა, ასევე იუწყებიან წყაროებზე დაყრდნობით, რომ ირანში აპირებენ მიმდინარე საპროტესტო აქციების პირველი მონაწილის სიკვდილით დასჯას. ეს არის 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო „ღვთის წინააღმდეგ ომში“ ადანაშაულებენ. ის შეიძლება სიკვდილის დასაჯონ დაპატიმრებიდან ექვსი დღის შემდეგ, 14 იანვარს.
ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ქვეყნის სასულიერო ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. პროტესტი 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად მომიტინგეები გამოდიოდნენ მოთხოვნებით, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ კრიზისთან, კერძოდ, ეროვნული ვალუტის, რიალის კოლაფსთან და სწრაფ ინფლაციასთან. მოგვიანებით გამოჩნდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგები და მონარქიის აღდგენის მოწოდებები.
ინტერნეტის გათიშვამდე, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლებმა დაახლოებით 120 ქალაქი მოიცვა. ხელისუფლება სასტიკი მეთოდებით არბევს დემონსტრაციებს, იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს.
10 იანვარს დონალდ ტრამპმა სოციალურ მედია TruthSocial-ში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მზადაა დაეხმაროს“ ირანს თავისუფლებისკენ სწრაფვაში. ორშაბათს, 12 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 25%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესს აწარმოებენ.