კიევზე რუსეთის დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 10 პირი
სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა ღამით კიევში, მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულმა დარტყმამ ძლიერი აფეთქებები და ხანძრები გამოიწვია უკრაინის დედაქალაქში - აცხადებს ქალაქის სამხედრო მმართველობა 25 ოქტომბერს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა ფართო იერიში განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით - როსტოვის და კურსკის რეგიონებიდან გაშვებულ იქნა Iskander-M-ის ტიპის ცხრა ბალისტიკური რაკეტა, რამდენიმე ადგილიდან, მათ შორის ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს 62 თავდამსხმელი დრონი.
უკრაინის არმია აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ოთხი რაკეტა და 50 დრონი.
თავდასხმათა ესკალაციის ფონია მოსკოვიდან წამოსული ახალი დიპლომატიური სიგნალი. ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში პრეზდიენტ ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ამბობს, რომ მისი აზრით აშშ, უკრაინა და რუსეთი "საკმაოდ ახლოს" არიან დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევასთან.
დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება და ამერიკული მედიის ცნობებით, იგი მაიამიში შეხვდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს.
