ru24.pro
World News
Октябрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

გერმანია ცდილობს ამერიკული სანქციებისგან დაიცვას „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები - Reuters

0

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ და მათი შვილობილი კომპანიების ნაწილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ზოგიერთმა ბანკმა უკვე განაცხადა, რომ სანქციებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს გერმანიაში „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გერმანიაში „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები არიან Rosneft Deutschland და RN Refining&Marketing.

გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ამერიკულმა სანქციები ამ ბიზნესს არ უნდა შეეხოს, რადგან 2022 წლის სექტემბრიდან ფედერალურ მართვაში გადავიდა. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ამერიკელებთან განიხილავენ.

„როსნეფტის“ შვილობილი გერმანული კომპანიები არ არიან სანქცირებულთა ჩამონათვალში, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ 22 ოქტომბერს გამოქვეყნა. მიუხედავად ამისა, ბანკების ნაწილი რუსული ნავთობკომპანიის სხვა შვილობილი ფირმების მიმართაც სიფრთხილეს იჩენს.