სუს: დავაკავეთ ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრები, აპირებდნენ ISIS-ის პლაცდარმის მოწყობას საქართველოში
"დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგადამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელინივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები,სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონულიინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობითსხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვამტკიცებულებები"- ნათქვამია სუს-ის მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში.
დაკავებულთა ასაკი და სხვა პირადი მონაცემები გამოძიებას არ გაუვრცელებია. არც ის, რა დროიდან არიან დაკავებულები ტეროტისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული.
