პატიმრობა გზის გადაკეტვისთვის, პიროტექნიკისთვის და პოლიციელის შეურაცხყოფისთვის - „ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტი
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამკაცრებს კანონებს დემონსტრანტებისთვის. ახლა უკვე აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესითაც გახდება დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.
