ru24.pro
World News
Июль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს

0

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, განცხადებას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს, პროდასავლურ აქციებზე ძალადობაში მონაწილების ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე.
ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ აქციბეზე 30-მდე ადამიანის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრევენციული მიზნებისთვის.
დღეს 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ თქვა:
„როდესაც უმაღლესი თანამდებობს პირი აკეთებს სასამართლოს განხილვის პარალელურად კომენტარებს და ეს შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და პირველ რიგში თქვენზე. პირდაპირ აძლევს მითითებას სასამართლოს, რომ გამოიტანოს გამამატყუნებელი განაჩენი...

თუ ვინმე დაზიანდა, ეს არის ძალიან ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა აქციის მონაწილე იყო თუ პოლიციელი, არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აქ მოდიან დაზარალებულების ეგიდით და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენთან პრეტენზიები არ აქვთ, ეს არ დგინდება... პერსონიფიცირების გარეშე არ ხდება დანაშაულის დადგენა, ამაზე ყველა ვთანხმდებით...

ის ადამიანები რომლებიც პოლიციელების ფორმით გოგოებს და ბავშვებს ურტყამდნენ, სად არიან? გაუგებარია, რომ არ არიან დასჯილები.. ეს არის პირდაპირი ზეწოლა მეოთხედ თუ მეხუთეთ ვამბობ, სასამართლოზე და იმედი მაქვს, ამ ზეწოლას დაძლევთ", - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
სხდომაზე ამავე თემაზე საუბარი განაგძო, კიდევ ერთმა ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ
„ირაკლი კობახიძე არის იდიოტი, იურისტი, რომელმაც იურიდიული არ იცის, 1 000 კაციდან დავიჭირე 30-იო...ამ მოცემულ შემთხვევაში საქმე უნდა დადგეს თავდაყირა. ჩვენი ბრალი არის მოგონილი. ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, ბატონი ვახტანგი [ცალუღელაშვილი], რომ ჩვენ პრევენციის გამო ვართ დაკავებულები?" -მიმართა მან საქმის პროკურორს.

პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი: "პოლიტიკოსების განცხადებებზე სასამართლო პროცესზე კომენტარს ვერ გავაკეთებ"

ონისე ცხადაძე: "ვიცი რომ არ გაინტერესებთ, თქვენც მიიჩნევთ რომ პრევეცის გამო ვართ დაკავებულები"

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი: "კარგი...".
გუშინ, 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ პროდასავლურ აქციებზე დაკავებულებულების შესაცებ კომენტირებისს თქვა
„მარტივი ლოგიკაა, დანაშაული არ ისჯება და ხდება მისი წახალისება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე. მართალია, დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით, 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო.

მე შეგახსენებთ, თუ რამდენად მაღალი სტანდარტია. ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, რეგულარულად 500 კაცი მაინც ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში, ჯამში იქნებოდა 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში ჩართული. დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან მხოლოდ 30.

ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“, - თქვა კობახიძემ.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მერვე თვეა, არ წყდება დემონსტრაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და როგორც აქციის მონაწილეები უწოდებენ, „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, - მართალია, მასშტაბი შემცირებულია, - მაგრამ დემონსტრაციები მაინც არ შეწყვეტილა.