ALDE-ს საბჭოზე ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს
ფინეთში, ქალაქ ჰელსინკიში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წაიკითხეს ზურაბ ჯაფარიძის წერილი, რომელიც მან ციხიდან გაუგზავნა სესიას.
