ru24.pro
World News
Июнь
2025

ტრამპი: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედებულია

0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 14 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

ამ შინაარსის პოსტი პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში გამოაქვეყნა (თბილისის დროით დილის 9 საათისთვის) და მხარეებს სთხოვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ნუ დაარღვევენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 23 ივნისს, დღის ბოლოს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელებში ჯერ დაწერა, რომ ცეცხლის, ან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ თუ ისრაელი აგრესიას შეწყვეტს არაუგვიანეს დილის 4 საათისა, ირანი საპასუხო ქმედებებს აღარ გააგრძელებს, გამთენიისას კი გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომ „აგრესიისთვის ისრაელის დასასჯელად“ ირანის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია „ბოლო წუთამდე, დილის ოთხ საათამდე გრძელდებოდა".

ისრაელს ტრამპის განცხადების შემდეგ საჯაროდ არაფერი უთქვამს.

24 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა. ქალაქ ბეერ-შევაში 4 ადამიანი დაიღუპა.