ისრაელის არმია: ირანზე დარტყმაში 200-ზე მეტი გამანადგურებელი მონაწილეობდა
ირანზე ისრაელის შეტევაში, რომელიც დღეს, 13 ივნისს გამთენიისას განხორციელდა, ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თადარიგის გენერალმა ეფი დეფრინმა.
