ru24.pro
World News
Июнь
2025

გაიზარდა ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი

0

ხარკოვის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში გარდაიცვალა 65 წლის კაცი, რომელიც ქალაქზე რუსული დრონებით შეტევის შემდეგ საავადმყოფოში მძიმე დამწვრობით მიიყვანეს. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

54-დან 60-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც. მათ შორის 9 ბავშვია.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 11 ივნისს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, საწარმოები, ბავშვთა სათამაშო მოედნები, ტროლეიბუსების დეპო და სხვა ინფრასტრუქტურა.