დატოვებს თუ არა აშშ ნატოს? ოფიციალური პირები ეჭვების გაქარწყლებას ცდილობენ
ეს უკვე გვინახავს - ნატოს მკვდრად ან მოკვდავად გამოცხადება. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ გამოაქვეყნა პოსტი X-ზე და თქვა: „დროა დავტოვოთ ნატო და გაერო“. ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ კი მოკლედ უპასუხა: „ვეთანხმები“.