ბადრა გუნბა - არჩევანი, რომელმაც აფხაზეთის ანექსია კიდევ უფრო გააღრმავა
3 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკომ ბადრა გუნბა ე.წ. არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. სენსაცია არ მომხდარა: II ტურში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც პირველ ტურშიც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.