შეძლებს ევროპა უკრაინის დაცვას? - ლონდონის სამიტის შედეგები
დონალდ ტრამპთან საჯაროდ კამათის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა, სადაც ოკეანის მეორე მხარისგან განსხვავებით, პატივით მიიღეს. დახმარების გაგრძელების მიუხედავად, ევროპელი ლიდერები ზელენსკის მოუწოდებენ, აშშ-სთან ურთიერთობა გამოასწოროს.