ru24.pro
World News
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28

FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა

0

სადავო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც, მისი ავტორების თქმით, აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვასიტყვითი თარგმანია.

ბიუროს სხდომაზე, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ თქვა, რომ ქართულენოვანი თარგმანი სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.

"კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ „კონგრესს“, „კონგრესის ბიბლიოთეკას“, „სახელმწიფო დეპარტამენტს“, „იუსტიციის დეპარტამენტს“, „ხაზინის მდივანს“, „ოლქის გენერალურ დირექტორს“, „აშშ-ის პრეზიდენტს“ და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც". მისივე თქმით, კანონს მხოლოდ ერთი - “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის.

"გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თანდართული“, - თქვა ალექსანდრე ტაბატაძემ.

მას ბიუროს სხდომაზე უპასუხა სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ და თქვა, რომ ეს, პირველ რიგში, “პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", "რათა შემდეგ არ იყოს თარგმანში დაკარგვის მცდელობებიც კი“. მისი სიტყვებით, ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოები, "ჩვენი რეალობიდან გამომდინარე", დამატებით განისაზღვრება.

"როგორც არის - პირდაპირ აშშ-ის პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, შტატებზე გავაკეთეთ მითითება და ქართულად დეპარტამენტის ხელმძღვანელიც კი ვთარგმნეთ, რათა არ იყოს ინსინუაციები, რომ რეგულაცია განსხვავებულია. ვართ ღია, არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ - დაზუსტდება თანამდებობის პირები და ორგანოები ქართულ რეალობასთან", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მან კანონპროექტის მიზნად დაასახელა ის, რომ "შემოღებული იყოს კანონი კონკრეტული სახდელებით თუ სასჯელებით, იმ ფორმითა და იმ ზომით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს. როცა უკვე ორგანიზაციებზე იქნება ლაპარაკი, შეგვეძლება კანონპროექტს დავამატოთ, ამ დათქვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ბიუროს ნაწილში “, - თქვა არჩილ გორდულაძემ.

დაინიციირებული კანონპროექტი, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ბიუროს სხდომაზე შეაფასა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც. მისი სიტყვებით, პროექტი "არის FARA-ს სიტყვასიტყვითი თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და ყველა წერტილი არის აშშ-ში მოქმედი კანონის იდენტური“.

“ნებისმიერი სპეკულაცია, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება“, - თქვა პაპუაშვილმა.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა.

ამერიკული FARA-ს იდენტური კანონპროექტის ინიციირების შესახებ "ქართულმა ოცნებამ" განცხადება თებერვლის დასაწყისში გააკეთა.