ნეთანიაჰუ: ღაზის გარშემო ისრაელი მუშაობს ტრამპთან სრულ კოორდინაციაში
Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზის სექტორის გარშემო ისრაელი და აშშ სრულ თანამშრომლობაში არიან.
ეს ნეთანიაჰუმ თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ, როცა განიხილეს პალესტინელთა თემის გარდა ასევე ირანის და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხები.
ნეთანიაჰუმ რუბიოს მადლობა უთხრა აშშ-ის „უპირობო მხარდაჭერისთვის“ და თქვა, რომ ისრაელი და აშშ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში საერთო სტრატეგიას მიმართავენ და პალესტინელთა ანკლავის მიმართ, სადაც ბოლო 15 თვიანი ომის შემდეგ მყიფე ზავის პირობები მოქმედებს ისრაელს და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), პალესტინელთა ამ ტერიტორიის მმართველს, შორის.
„ვინც ახლა გვისმენს, მინდა დავარწმუნო ყველა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან სრულ თანამშრომლობა და კოორდინაცია გვაქვს“ - თქვა ნეთანიაჰუმ.
ასევე Reuters-ი იტყობინება, რომ მარკო რუბიოს თქმით, ის ეთანხმება ისრაელის პრემიერმინისტრს იმაში, რომ ირანი „ერთადერთი უდიდესი წყაროა არასტაბილურობისა რეგიონში“. პრესკონფერენციაზე რუბიომ თქვა, რომ „ბირთვული ირანი არ იქნება“.