აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებას საუდის არაბეთში დაიწყებენ. ტელეფონით ისაუბრეს რუბიომ და ლავროვმა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - მაღალი რანგის მოხელეები, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას დაიწყებენ საუდის არაბეთში მომავალ დღეებში, განაცხადა აშშ-ის კანონმდებელმა და წყარომ, რომელიც ამ გეგმებს იცნობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, მაიკ უოლცი და თეთრი სახლის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი გაემგზავრებიან საუდის არაბეთში, უთხრა Reuters-ის სააგენტოს აშშ-ის კანონმდებელმა,მაიკლ მაკკოლმა მიუნხენში. წყარომ, რომელიც გეგმებს იცნობს, მოლაპარაკების ფაქტი დაადასტურა.
მაკკოლმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის - წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, თქვა, რომ როგორც მას ესმის, საუდის არაბეთში მოლაპარაკებაზე მიმიწვიეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. მათი საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის ამ კვირაში ადრე გამართული საუბრის გაგრძელება იყო. რუბიომ ლავროვი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ დონალდ ტრამპს სურს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.
მაკკოლმა თქვა ასევე, რომ მოლაპარაკებების მიზანია ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მოწყობა „საბოლოოდ მშვიდობის დასამყარებლად და ამ კონფლიქტის დასასრულებლად“.
საუდის არაბეთში აშშ-სა და რუს ოფიციალურ პირებს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ კითხვაზე, ზელენსკიმ, რომელიც გერმანიაში იმყოფება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა: „შესაძლოა არის რაღაც მაგიდაზე, მაგრამ არა ჩვენს მაგიდაზე. მე არ მინახავს რაიმე მიწვევა... უკრაინისა სხვა ელჩებთან შესახვედრად“.
მისი თქმით, მისთვის უცნაური იქნებოდა საუდის არაბეთში ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი „თუ აქამდე არ გვქონია მოლაპარაკებები ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. რამდენადაც მახსოვს, რუსეთი არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თქვა ზელენსკიმ. ზელენსკიმ 14 თებერვალს განაცხადა, რომ ეწვევა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთსა და თურქეთს, მაგრამ არ უთქვამს როდის. თუმცა, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ ვიზიტების დროს არ აპირებს ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას.
15 თებერვალს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს მიიღებს რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა მის უკან ან კიევის მონაწილეობის გარეშე.
ტრამპის საუბარმა პუტინთან გასულ კვირაში შეაშფოთა როგორც კიევი, ასევე მისი ევროპელი და ნატოელი მოკავშირეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შიშობენ, რომ თეთრი სახლი მათ გარეშე შეთანხმებას დადებს. ევროპის ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამორჩეულად მკაცრი პოზიცია დაიკავეს და განაცხადეს, რომ ნებისმიერი შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ ისინი და უკრაინელები არ ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში.
15 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინის შესახებ ევროპის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას. თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 15 თებერვალს.
გაგრძელდა მოლაპარაკება აშშ-ის და უკრაინის შეთანხმებაზე წიაღისეულის შესახებ. ზელენსკიმ თქვა, რომ ვაშინგტონის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ შეიცავს უსაფრთხოების დებულებებს, რომელიც კიევს დაიცავს, ამიტომ მან მინისტრებს მიმართა, შეაჩერონ პროექტი. ტრამპმა ჟურნალისტებს 3 თებერვალს უთხრა: “ჩვენ გვსურს უკრაინას შევუთანხმდეთ, რომ ჩვენ რასაც ვაძლევთ, იშვიათ მიწათა [მინერალებით] და სხვა რაღაცებით გაანაღდებენ.”