ru24.pro
World News
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28

16 თებერვალს მემორიალური ღონისძიებები იმართება ალექსეი ნავალნის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით 

0
2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გარდაიცვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც სასჯელს იხდიდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკ“-ში.  


„სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება თითქმის მყისიერად დაკარგა“, - აღნიშნული იყო უწყების მიერ გავრცელებულ მშრალ ცნობაში.


ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს ათეულობით ქალაქში, მათ შორის ბათუმსა და თბილისში გაიმართება: 


ბათუმი, 14:00, ანბანის კოშკი – აქცია ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი.

თბილისი, 14:00, პუშკინის მოედანი - ხსოვნისა და წინააღმდეგობის დღე.

თბილისი, 17:00, Frame სივრცე – ფილმის „ნავალნი“ ჩვენება.

თბილისი, 19:00, Frame სივრცე – ალექსეი ნავალნის წიგნის „პატრიოტი“ პრეზენტაცია.

თბილისი, 20:00, Bar Happens, ნაწყვეტების კითხვა წიგნიდან „პატრიოტი“.




როგორც გამოცემა meduza იუწყება, მემორიალურ ღონისძიებები ასევე გაიმართება: ვენაში, ერევანში, გიუმრიში,  სოფიაში, ვარნაში,  ლონდონში,  ბერლინში, თელ-ავივში, იერუსალიმში, რომში, მილანში, ბარსელონაში, ვალენსიაში, მადრიდში,  რიგაში, ვილნიუსში,  კიშინიოვში,  ამსტერდამში. ჰააგაში, კრაკოვი, ვარშავაში,  ლისაბონში,  ბელგრადში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში,  ვაშინგტონში, ჩიკაგოში, სტამბოლში, ჰელსინკიში, ტურკუში,  პარიზში, პრაღაში, ბრნოში.


„რუსეთში აქციები არ გამოცხადებულა. ნავალნის გუნდის პოსტში Telegram-ში აღნიშნულია, რომ მოსკოვის ბორისოვის სასაფლაო, სადაც ოპოზიციის ლიდერია დაკრძალული, 16 თებერვალს 17:00 საათამდე მუშაობს“,  -  წერს meduza.


 2024 წელს რუსეთის უშიშროების ძალები მორიგეობდნენ როგორც პოლიტიკოსის საფლავთან, ასევე სხვა ქალაქებში სპონტანურ გაჩენილ მემორიალებთან. ნავალნის მხარდამჭერებს, რომლებიც მასთან გამოსამშვიდობებლად მიდიოდნენ, აკავებდნენ  როგორც დაკრძალვის დღეს, ასევე მომდევნო დღეებშიც.