ru24.pro
World News
Февраль
2025
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემფასებელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა

0
სავადო პარლამენტში  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა,  მისი სახელია „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.


დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება 3 თვის ვადით, მაგრამ შესაძლებელია მისი სამუშაო ვადა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" 83-მა წარმომადგენელმა,


სამი დღის ვადაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს.


რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა რაოდენობრივად ოპოზიციას არ უნდა აღემატებოდეს. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით ჩართვას გეგმას “ხალხის ძალა“, სავარაუდოდ კომისიის მუშაობაში ჩაერთვება ასევე კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც  “ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოყალიბდა და   დრეს 5 თებერვალს გამოეყო "ქართულ ოცნებას".




პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია".  


„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი  ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები იმ პასუხისმგებლობიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის“,- განაცხადა  ირაკლი კირცხალიამ, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა დადგენილების პროექტი.


როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დეპუტატმა სადავო პარლამენტში ლადო ბოჟაძემ განაცხადა, ის ვისაც დაიბარებენ კომისიის განხილვაზე და არ ითანამშრომლებს, შესაძლოა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.




"არსებობს კონკრეტული მუხლები - 349, 350-ე, 351-ე, რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ არსებობს ევროპული პრაქტიკა, მაგალითად, პოლონეთში. თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება და ითანამშრომლებენ კომისიასთან”, - განაცხადა ბოჟაძემ.


„საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა  მდინარაძემ 9 იანვარს.


"ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება,   რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო  უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.