ru24.pro
World News
Январь
2025

"ქსელში გლობალური დაზიანებაა" - მაგთი

0
"მაგთის" ქსელში, როგორც მობილური, ისე ოპტიკური ინტერნეტი გაითიშა. რადიო თავისუფლებას კომპანიაში განუცხადეს, რომ "გლობალური დაზიანებაა" და მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.


ინტერნეტის გათიშვის მიზეზებზე და სხვა დამატებით დეტალებზე კომპანიაში, ჯერჯერობით, კომენტარს ვერ აკეთებენ.


"მაგთიკომი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ პროვაიდერია საქართველოში. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ.