შესაძლებელია თუ არა, რომ ტრამპმა უგულებელყოს უკრაინა და მის გარეშე მიაღწიოს პუტინთან შეთანხმებას?
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გავლენა მნიშვნელოვანი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის მომდევნო ფაზაზე, მაგრამ საკითხავია, თუ როგორ აპირებს ის ამ გავლენის გამოყენებას.
თუ დონალდ ტრამპი საარჩევნო კომპანიის დროს ომის სწრაფად დასრულების პირობას დებდა, 20 იანვარს ინაუგურაციის დროს განაცხადა, რომ "მშვიდობის დამამყარებელი" გახდება უკრაინაში, რომელიც მილიარდობით აშშ-ის სამხედრო დახმარებას მოიხმარს.
დიპლომატიისადმი ტრამპის ტრანზაქციული მიდგომა აჩენს კითხვებს, ხომ არ გაურიგდება ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის გვერდის ავლით?
"ჯერ კიდევ არსებობს შიში, რომ ტრამპი პუტინთან შეთანხმებას მიაღწევს და შემდეგ უკრაინას ეტყვის, რომ უნდა დათანხმდეს ამას, ან უკრაინას აშშ-ის დახმარებას შეუჩერებს", - ამბობს ფრანგი დიპლომატი მარი დიუმულენი, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს წევრი.
უკრაინის იძულება, მისთვის არახელსაყრელ პირობებში დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას, ანალიტიკოსების თქმით, კიევისა და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესი დედაქალაქებისთვის ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა.
მაგრამ არსებობს მეორე გზაც - ახალი სანქციებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა.
"ამ ეტაპზე, ყველა ვარიანტი ჯერაც შესაძლებელია", - ამბობს მარი დიუმულენი.
მიაღწევს ტრამპი პუტინთან გარიგებას?
ვლადიმირ პუტინმაც და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც არაერთხელ მიანიშნეს, რომ ღია არიან მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ბუნდოვანია, მზად არიან თუ არა კიევი და მოსკოვი კომპრომისებისთვის.
თავდაპირველად პუტინი კიევის ხელში ჩაგდებას და მოსკოვისადმი სიმპათიებით განწყობილი მთავრობის დასმას ესწრაფოდა. კრემლი კვლავ მყარად დგას თავის მოთხოვნებზე - სურს შეინარჩუნოს უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებული მიწები და მიაღწიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვას.
ამის განხილვას არც კი აპირებს კიევი, რომელიც რუსეთის ჯარების გაყვანას და თავისი ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას მოითხოვს. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ის ღია იქნებოდა მომხდარიყო კონფლიქტის გაყინვა ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ.
ტრამპიც ესწრაფვის თავისი ურთიერთობის გამოყენებას პუტინთან და აცხადებს, რომ აპირებს პირისპირ შეხვდეს რუსეთის ლიდერს, რომელსაც წარსულში აქებდა, როგორც "გონიერ" სტრატეგს.
მან ასევე მოუწოდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ითამაშოს უფრო აქტიური როლი ომის დასრულებაში. 21 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ "სი ძინპინს ჩვენსავით დიდი ძალაუფლება აქვს" ამ ომის დასრულებისთვის და იგი ზეწოლას ახდენდა ჩინეთის ლიდერზე. "მაგრამ მას ბევრი არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით", - აღნიშნა ტრამპმა.
ლიდერებთან კავშირების გამოყენება, როგორც ჩანს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიის ნაწილია. პეკინმა ოფიციალურად შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მიმართ, მაგრამ ეკონომიკურად მხარს უჭერს რუსეთს და გააძლიერა მოსკოვის საბრძოლო პოტენცია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის უწყვეტი მიწოდების გზით.
სი ძინპინისადმი აპელირებით, ტრამპი, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ მისმა პირადმა კონტაქტებმა შესაძლოა რაიმე შეცვალოს.
"პრეზიდენტ ტრამპის თვალსაზრისით, თქვენ ვერ შეძლებთ გარიგების გაფორმებას, თუ არ გაქვთ გარკვეული ურთიერთობები და დიალოგი სხვა მხარესთან. და ჩვენ აბსოლუტურად მივაღწევთ ამას უახლოეს თვეებში", - განაცხადა 12 იანვარს კონგრესმენმა მაიკ უოლცმა, რომელიც ტრამპმა თავის მრჩევლად შეარჩია ეროვნული უშიშროების საკითხებში.
მსოფლიო ეკონომიკის კილის ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა მასშტაბური ომი გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, ვიდრე 2024 წლის ბოლომდე, უკრაინისათვის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სახით, აშშ-მა ყველაზე მეტი თანხა, 95 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო.
შემდეგ მოდის ევროკავშირის ინსტიტუტები - 48,1 მილიარდი აშშ დოლარი;
გერმანია - $16.9 მილიარდი;
დიდი ბრიტანეთი - $15.9 მილიარდი;
იაპონია - $10.0 მილიარდი;
კანადა - $8.5 მილიარდი;
დანია - $8.0 მილიარდი;
ნიდერლანდი - $7.9 მილიარდი;
შვედეთი - $5.6 მილიარდი;
საფრანგეთი - $5.2 მილიარდი.
20 იანვარს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ტრამპმა კვლავ წამოჭრა რუსეთის ლიდერთან თავისი პირადი ურთიერთობების საკითხი და განაცხადა, რომ "მშვენივრად" უგებს პუტინს. "იმედი მაქვს, რომ ის მოინდომებს გარიგების დადებას".
ამასთან, ტრამპმა რუსეთის ლიდერის გააკრიტიკა, რითაც მიანიშნა, რომ შეუძლია გამოიყენოს როგორც თაფლაკვერის, ისე მათრახის პოლიტიკა მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის მცდელობისას.
“ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო”. პუტინი კი ”გარიგებაზე უნდა წამოვიდეს. ვფიქრობ, გარიგებაზე არწამოსვლით, ის რუსეთს ანადგურებს”, - უთხრა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს მის კაბინეტში შეკრებილ ჟურნალისტებს.
აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა ოლექსანდრ მოციკმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კიევი უნდა მოემზადოს აქტიური დიპლომატიური მოქმედებებისთვის და არ შეუშინდეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტებს.
"პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-თან, ხოლო რუსეთი - აშშ-თან. შემდეგ აშშ განიხილავს ორივე მხარის პოზიციებს და ამის საფუძველზე შეძლებს გარკვეული წინადადებების შემუშავებას", - აღნიშნა ყოფილმა უკრაინელმა დიპლომატმა.
რა ინსტრუმენტები აქვს ტრამპს?
თუმცა, როგორც მოლაპარაკებების პროცესი იმპულსს აკრეფს, ტრამპისთვის, შესაძლოა, რთული იყოს რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე განიცდის, პუტინი თვლის, რომ უკრაინაში იმარჯვებს და უკან დახევის მცირე სტიმული აქვს.
ამან შესაძლოა ტრამპი აიძულოს, გამოიყენოს ინსტრუმენტები, მათ შორის - მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთს.
თანამდებობის დატოვებამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა ყველაზე დამანგრეველი სანქციები რუსეთის ნავთობის ვაჭრობის წინააღმდეგ, რომელიც ოდესმე რომელიმე დასავლური რეჟიმის მიერ დაწესებულა. ტრამპი შესაძლოა შეეცადოს ამ ზომების გაძლიერებას.
სკოტ ბესენტმა, დონალდ ტრამპის მიერ სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარდგენილმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, კონგრესში 16 იანვარს მისი კანდიდატურის განხილვის დროს გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ "100%-ით" უჭერს მხარს რუსეთის ნავთობმწარმოებლებისათვის დაწესებული სანქციების გაძლიერებას, რათა აიძულოს მოსკოვი "დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან", თუ ამას ტრამპი მოითხოვს.
21 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას სანქციებზე ტრამპმაც მიანიშნა. ხოლო აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ასევე განაცხადა, რომ სანქციების როგორც დაწესება, ისევე მოხსნა შეიძლება იყოს დისკუსიების საგანი, რათა დასრულდეს თითქმის სამწლიანი ომი.
უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდითა და ბრძოლის ველზე დინამიკის შეცვლით ტრამპს ასევე შეუძლია, მოლაპარაკებების პროვოცირებისთვის ზეწოლა მოახდინოს პუტინზე.
ჯერჯერობით უცნობია, დაადგება თუ არა ტრამპი ამ გზას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მან პირობა დადო, რომ შეაჩერებდა ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინისთვის და თავის საინაუგურაციო სიტყვაში გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია "უცხოური საზღვრების დაცვის შეუზღუდავი დაფინანსების გამო“.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 20 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. რუბიოს არ უთქვამს, კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ.
სახელმწიფო მდივნის თანახმად, ომის დასრულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია.
მარკო რუბიოს თქმით, უკრაინასთან კონფლიქტში რუსეთი აგრესორია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს.
"რუსეთს არასოდეს გაუკეთებია მინიშნება კომპრომისზე წასვლის სურვილის შესახებ. ტრამპის მთავარი ვარიანტებია ან მოსკოვის პირობების მიღება, ან მათი შეცვლა", - ამბობს ფრანგი დიპლომატი მარი დიუმულენი.
22 იანვარს სახელმწიფო მდივანმა CBS-ის დილის გადაცემაში თქვა. რომ, აშშ გააკეთებს ყველაფერსმ რათა ომი დასრულდეს და ამავე დროს "ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს დასრულება იყოს მდგრადი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ გვინდა კონფლიქტი უბრალოდ დასრულდეს და შემდეგ ორი, სამი ან ოთხი წლის შემდეგ თავიდან დაიწყოს. ჩვენ გვინდა სტაბილურობის მოტანა.“
რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომში ყველაზე მაღალ ფასს „ადამიანების სიცოცხლით და მილიონობით უკრაინელით, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და უცხოეთში ცხოვრობენ.“
მან ასევე დასძინა, რომ ყველას „ძალიან უნდა უხაროდეს,“ რომ დონალდ ტრამპი აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, რადგან მას სურს „მშვიდობის ხელშეწყობა მსოფლიოში და ამ კონფლიქტების დასრულება.“
უკრაინის პრეზიდენტი იმეორებს, რომ მოკავშირეების ზეწოლითაც კი არ დათანხმდება კომპრომისს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას გამოიწვევდა.
ზელენსკის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები მათ დაბრუნებამდეც ყოველთვის უკრაინის მიწად დარჩება და რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებენ.
პრეზიდენტი ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოონ და პუტინს ვერ შეაჩერებენ, თუ მასთან, როგორც თანასწორთან ილაპარაკებენ.
დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ამ ეტაპზე უპირველეს ამოცანად დაასახელა ომის აქტიური, ცხელი ფაზის დასრულება და უსაფრთხოების გარანტიები.