მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის ადვოკატები შეწყალების თხოვნით ყაველაშვილს მიმართავენ
ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის ადვოკატები მათი შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავენ.
