„კაგებეშნიკური“ ხელწერა ეტყობა - ნიკა გილაური მისი ძმის „დასასანქცირებელთა სიაში“ მოხვედრაზე
ბიზნესმენი ნიკა გილაური აცხადებს, რომ მისი ძმის, „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის მოხვედრა სანქცირების მოთხოვნით მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ სიაში ჰგავს „პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას, რომელსაც კარგად ეტყობა „ე.წ კაგებეშნიკური ხელწერა“.