საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ფინეთში დაკავებული ტანკერის ბორტზე საქართველოს ორი მოქალაქეა
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ფინეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული ტანკერის - Eagle S-ის - ბორტზე ამ ეტაპზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება და ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.