ru24.pro
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ჯო უილსონმა და მაიკლ უოლცმა საქართველოზე იმსჯელეს

0
რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ 3 იანვარს საქართველოს შესახებ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკლ უოლცს:


„მადლიერი ვარ დღეს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის - მაიკლ უოლცის ხილვითა და მასთან საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებასა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მსოფლიოში თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეზე მსჯელობით. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას „მშვიდობისთვის, ძლიერების გზით“".


მანამდე, დაახლოებით საათნახევრით ადრე, ჯო უილსონმა დაწერა, რომ 3 იანვარს MEGOBARI აქტი უკვე წარედგინა 119-ე მოწვევის კონგრესს


„დღეს, კონგრესმენ კოენთან, კონგრესმენ ჰადსონთან და კონგრესმენ ვისისთან ერთად ხელახლა წარვადგინეთ „MEGOBARI“ აქტი 119-ე მოწვევის კონგრესში, როგორც წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი”.


რადიო თავისუფლებამ მოიპოვა შეერთებული შტატების კონგრესში ხელახლა ინიციირებული „მეგობარი აქტი“ - პროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას.


კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ - ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში - კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს.