ზელენსკის თქმით, 2024 წელს რუსეთის ტყვეობიდან 1358 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა
2024 წელს რუსეთის ტყვეობიდან 1358 ადამიანის დაბრუნება მოხერხდა, - ამის შესახებ 4 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ეს არიან ჩვენი სამხედროებიც და სამოქალაქოებიც. ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე - სახლში ყოფნის სიხარული”, - აღნიშნავს ზელენსკი თავის ტელეგრამის არხში.
მანამდე, გასული წლის ბოლოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ 30 დეკემბერს რუსეთის ტყვეობიდან 189 მოქალაქის დაბრუნება მოხერხდა.
დეკემბრის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა საშობაო ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლა, მაგრამ უკრაინის ლიდერმა ამაზე უარი თქვა. ტყვეთა მორიგი გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.