ru24.pro
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

ფინეთს სურს დააკავოს ნავთობის ტანკერი, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა

0

ფინეთის ელექტროენერგიის ქსელის სახელმწიფო კომპანია (Fingrid) ცდილობს, ოფიციალურად დააკავოს ნავთობის ტანკერი, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, გასულ თვეში ელექტროკაბელი დააზიანა ბალტიის ზღვაში.

გავრცელებულ განცხადებაში Fingrid-ი ამბობს, რომ ჰელსინკის საოლქო სასამართლოში შეიტანა თხოვნა ტანკერ Eagle S-ის დაკავებაზე, რათა უზრუნველყოს თავისი ფინანსური განაცხადი ზიანზე, რომელიც წყლის ქვეშ Estlink 2-ის კაბელის დაზიანებას მოჰყვა.

ელექტროკაბელი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებდა ერთმანეთთან, 25 დეკემბერს მოულოდნელად გაითიშა ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ხაზებთან ერთად. ტანკერი Eagle S ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა და ამჟამად, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ის ფინეთის წყლებში იმყოფება, ბალტიის ზღვაში.

Fingrid-3 3 იანვარს ახალ გამოძიებას დაიწყებს, ელექტროსადენის დაზიანების მასშტაბის დასადგენად და შეკეთების სამუშაოების დასაწყებად - წერს "ფრანს-პრესი".

გამომძიებელთა თქმით, მათ ათობით კილომეტრის არეალზე აღმოაჩინეს ტანკერის კვალი, რომელიც მოწმობს, რომ ხომალდმა თავისი ღუზა ათრია - მაგრამ საკუთრივ ღუზა ჯერ ნაპოვნი არ არის.

ფინეთის საბაჟო სამსახურის ვარაუდით, Eagle S, რომელმაც გეზი რუსეთის პორტიდან აიღო, არის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი - ამ ფლოტს იყენებენ, რათა თავი აარიდონ რუსეთის ნავთობისთვის დაწესებულ სანქციებს.