1 იანვრიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშეა შესაძლებელი
დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო.