„რატომ არ აცხადებენ ჩვენი შიმშილობის ამბავს?“ - რევაზ კიკნაძის დღიურები ციხიდან
პროევროპული აქციების დროს დაკავებული 26 წლის რევაზ კიკნაძე, სხვა არაერთი დემონსტრანტის მსგავსად, ახალ წელს პატიმრობაში შეხვდება. პროტესტის ნიშნად რეზო ბოლო ათი დღე შიმშილობდა. წერა არ შეუწყვეტია - ეს მისი „ციხის დღიურების“ მეორე ნაწილია.