საჯარო მოხელეთა პროფკავშირი: გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და სხვების დაშინებას ისახავს მიზნად
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "კონსტიტუციის 78-ე მუხლი" თბილისის მერიაში დასაქმებული გიგა სოფრომაძის გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, ეს ფაქტი მერიაში დასაქმებულთა დაშინებას ისახავს მიზნად.