მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეპრესიებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.