ასპრია ფიტნესი: ინვენტარის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს
სპორტდარბაზი ასპრია ფიტნესი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში ნიღბიანი პირები შევიდნენ და განცხადებაში აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ დარბაზის ინვენტარის დაზიანების შესახებ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ასპრია ფიტნესის ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.
ასპრია ფიტნესის დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს", - წერია სპორტდარბაზის განცხადებაში.
მანამდე, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 100-მდე ადამიანი ადგილზე კონკრეტულ პირს, გიორგი უბილავას ეძებდა, რომელიც მათივე თქმით, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია.
ასევე, გამოცემა "ტაბულას" უთხრა თვითმხილველმა, რომ ასპრიას დინამოს ფილიალთან შავებში ჩაცმული პირები ნახა, რომელთა შორისაც, მისი თქმით, იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება".
შემთხვევასთან დაკავშრებით რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.