ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

ნეთანიაუ: „გარკეული წინსვლაა“ მძევლების გათავისუფლების გარშემო მოლაპარაკებაზე

0
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს განუცხადა 23 დეკემბერს, რომ „გარკვეული წინსვლაა“ მიღწეული მოლაპარაკებაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მისაღწევად.


„ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ, ვერ ვილაპარაკებთ. ჩვენ ვმოქმედებთ, რათა ისინი დავაბრუნოთ. მინდა ფრთხილად ვქთვა, რომ არის გარკვეული წინსვლა, და რომ არ შევწყვეტთ მოქმედებას, სანამ მათ შინ არ დავაბრუნებთ,“ - უთხრა ნეთანიაჰუმ ქნესეთის წევრებს.


მოლაპარაკება ჰამასის და ისრაელის წარმომადგენლებს შორის აშშ-ის, ასევე არაბული ქვეყნების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გარშემო, რომელიც უკვე თვეებია მიმდინარეობს, ბოლო დღეებში განახლდა. საქმე ეხება სხვათა შორის, მძევლების გათავისუფლებას ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ.


შარშან ოქტომბერში შეუტია ისრაელს ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი, რომელიც პალესტინელთა ტერიტორიას, ღაზის სექტორს მართავს), რასაც 1200 პირი ემსხვერპლა და 250 კი მძევლად ჩაიგდეს ხელში.


მძევლების ნაწილი ადრევე გამოუშვეს მოლაპარაკების შემდეგ, დადასტურებულია ნაწილის სხვადასხვა ვითარებაში სიკვდილი, მაგრამ არაა ცნობილი ზუსტი რიცხვი გადარჩენილი მძევლებისა, რომლებიც სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჰყავთ დატყვევებული. ისრაელის მიერ ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ დაწყებულ ომს ღაზის სექტორში დღემდე 45 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.