ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

გამოკითხვით, უკრაინელების თითქმის ნახევარი თანახმაა ნატოში შესვლაზე ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე

0
გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელების 47% მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის ნატოში შესვლას, თუ უკრაინის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ დარჩება ოკუპირებული.


 გამოკითხვა ჩაატარა ილკო კუჩერივის სახელობის ფონდმა, "დემოკრატიული  ინიციატივები", რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიურ სამსახურთან ერთად, 2024 წლის 29 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, იტყობინება "ევროპეისკაია პრავდა".


2024 წლის დეკემბერში, რესპონდენტთა 47%-მა დადებითად უპასუხა შეკითხვას უკრაინის ნატოში შესვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული დარჩება. ეს 14 საპროცენტო პუნქტით მეტია 2023 წლის ივნისთან შედარებით.


გამოკითხულთა 36%  ნატოში შესვლას მხარს არ დაუჭერს,  თუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იქნება. ეს მონაცემეი  16 საპროცენტო პუნქტით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის ივნისში.




უფრო ხშირად, ნატოში შესვლას - იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული დარჩება - არ ემხრობიან გამოკითხულები,  რომელთა ასაკი 50 და მეტი წელია (40%), ასევე ისინი,  ვინც რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცხოვრობდნენ დასავლეთ (36%), ცენტრალურ (38%), სამხრეთ (48%) რაიონებში და ისინი,   რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ (46%), ასევე  უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც არ ჰყავთ ახლობლები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე (42%).


გამოკითხულთა 55%-ის აზრით, უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო ვარიანტი - ნატოში შესვლაა.


საერთაშორისო გარანტიებით ნეიტრალური სტატუსის მიღებას ემხრობა გამოკითხულების 12 %.