ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

"ბღუჯა თმა ამაგლიჯა" - ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ამბობს, რომ „ოცნების“ აქტივისტი თავს დაესხა

0

ფოთელი ჟურნალისტი და სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი კულონავა თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალმა მას თმა ააგლიჯა და სკალპი დაუზიანა. ელისო ჯანაშიას სასწრაფო დახმარება დასჭირდა. შემთხვევა ფოთში, სოციალური საწარმოს ოფისთან მოხდა რამდენიმე საათის წინ.

ჟურნალისტი ჰყვება, რომ ნინელი კულონავა სოციალური საწარმოს ოფისში მიზანმიმართულად მივიდა. ის უკმაყოფილო იყო ფაქტით, რომ საწარმო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით არის დაფუძნებული.

„მოვიდა გამიზნულად. იცოდა, რომ აქ ახალგაზრდული სივრცეა. ახალგაზრდებს მიმართავდა: რად გინდათ ევროპაო... ევროკავშირის დროშაც გქონდათ აქ და რად გინდათ ეს დროშაო. გარყვნილების ბუდე გაქვთო. მე ამ ხმაურზე გამოვედი. რუსეთი გვაჭმევს, გვახურავს და თქვენ კიდევ ევროპა გინდათო... ამ ახალგაზრდებს ლანძღავდა...ჩავრთე კამერა. ამის შემდეგ მითრია თმებით და ბღუჯა თმა ამაგლიჯა. გამაყუჩებელი დავლიე, მაგრამ სკალპი მტკივა. დაზიანებულია. 40 წუთი ვიყავი სასწრაფოში“.

ელისო ჯანაშიას თქმით, მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა.

„რამდენიმე ეკიპაჟი იყო. ის ქალი აქეთ გვაბრალებს, თითქოს ჩვენ დავესხით თავს. მე რომ ვინმეს ასე თავს დავსხმოდი, ახლა უკვე ხელბორკილებით ვიჯდებოდი პოლიციის მანქანაში, ის კიდევ იცინოდა“, - ამბობს ელისო ჯანაშია.

მისივე ცნობით, ის მანამდე ნინელი კულანავას არ იცნობდა და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. როგორც სოციალური საწარმოს დამფუძნებელი ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ ნინელი კულანავა და მისი ქმარი 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.