დავიდარაბა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გარშემო - რა თქვა ალენ ბერსემ?
20 დეკემბერს დასრულდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტი თბილისში, რომლის დროსაც ის შეხვდა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. თუმცა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მისმა განცხადებამ ყველას კრიტიკა გამოიწვია „ქართული ოცნების“ გარდა.