აღწერა 2024 - "მე რა ვიცი, პოლიცია მიკაკუნებდა, "ტიტუშკა" თუ საქსტატი?"
19 დეკემბერს სრულდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც 14 ნოემბერს, ონლაინ, თვითრეგისტრაციით დაიწყო, 29 ნოემბრიდან კი პროცესში საქსტატის ინტერვიუერები ჩაერთვნენ. აღწერა, რომელიც ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას დაემთხვა.