ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გენერლის მკვლელობის შემდეგ, მედვედევი ნატოს წარმომადგენლებს "ლეგიტიმურ" სამიზნეებად მოიხსენიებს

0
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ნატო და რუსეთის ძალების მოგერიების პროცესში უკრაინის მოკავშირე ქვეყნების ოფიციალური პირები დაადანაშაულა კონფლიქტში მონაწილეობაში, რაც, მისი თქმით, მათ აქცევს "ლეგიტიმურ სამიზნეებად".


მედვედევი გამოეხმაურა ლონდონში გამომავალი გაზეთის, Times-ის მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომ რუსეთის მაღალი რანგის ოფიცრის მკვლელობა იყო "თავდაცვის ლეგიტიმური აქტი საფრთხეში მყოფი ქვეყნისგან". მედვედევმა - რომელიც რუსეთის ექსპრეზიდენტია და მკვეთრი ანტიდასავლური სულისკვეთებითაა ცნობილი - განაცხადა, რომ მოსკოვმა თავის ქმედებებში ანალოგიური ლოგიკით უნდა იხელმძღვანელოს.


Times-ი წერდა, რომ რუსი ოფიცრის მკვლელობა იყო აგრესორის წინააღმდეგ თავდასხმა და რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უკრაინას უნდა აღმოუჩინონ "ყველანაირი დახმარება, რომელიც მას სჭირდება, თავდაცვის სამართლიანი ომის წარმოებისას".




ამ სტატიის პასუხად, მედვედევი წერს - "ნატოს წევრი ქვეყნების ყველა ოფიციალური პირი, რომელსაც კავშირი აქვს გადაწყვეტილებებთან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე და რომლებიც მონაწილეობენ ჰიბრიდულ ან კონვენციურ ომში რუსეთის წინააღმდეგ, ახლა განიხილებიან ლეგიტიმურ სამიზნეებად რუსეთის სახელმწიფოსთვის და ყველა რუსი პატრიოტისთვის".


მედვედევის განცხადებაზე კომენტარის გაკეთების თხოვნას ნატოს პრესსამდივნომ შემდეგი სიტყვებით უპასუხა - "დაგიბრუნდებით, როცა რაიმე სათქმელი გვექნება".


გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი - რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი - და მისი თანაშემწე 17 დეკემბერს მოსკოვში ემსხვერპლნენ ელექტროსკუტერზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას.