ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტვ "პირველის" ჯგუფზე თავდასხმისას იძალადეს ჟურნალისტ მაკა ჯანაშიაზეც

0
ტვ "პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისას, თბილისში ბესიკის ქუჩაზე იძალადეს ასევე ჟურნალისტ მაკა ჯანაშიაზე, რომელიც შემთხვევას შეესწრო და ტელეფონით ვიდეოს იღებდა.


"მივდიოდით ბესიკის ქუჩიდან რუსთაველისკენ, ბესიკის ქუჩისკენ შემოგვესმა ყვირილი და ჩოჩქოლი ცოტა უკან დავიხიეთ და დავინახე რომ პატრულის მანქანასთან, მაკა ჩიხლაძეს სპრეი შეასხა ვიღაც შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა ადამიანებმა, მაშინვე ჩავრთე კამერა ტელეფონის და წავედი რომ გადამეღო, ამასობაში მაკამ გაუხვია, იმიტომ რომ ეს ნიღბიანი ჯგრო და ადამიანები გავიდნენ ქუჩაზე, რომლის სახელიც არ მახსოვს, მარჯვენა მხარეს. მაკა გაჰყვა და მეც გავყევი, ამასობაში ოპერატორიც დამეწია, იღებდა, თქვენი ოპერატორი [ტვ "პირველის"] და რომ ვიღებდი ამას. მაკას რომ ეჭიდავებოდა ეს ერთ-ერთი ნიღბიანი ადამიანი, ერთი ტიპი მეცა, ნიღბიანი, რომელსაც, დამამახსოვრდა რომ სახეზე ჰქონდა ჩონჩხის გამოსახულება. მეცა, ტელეფონი გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი, მის გვერდზე მყოფმა წიხლები დამიშინა ფეხებში და ეგ იყო და ეგ, მერე ვნახე რომ გამოქცეულ ჯგუფს ოპერატორი უცემია და იყო საშინელ მდგომარეობაში. როცა მართმევდა ტელეფონს ჟურნალისტი ვარ-მეთქი ვუთხარი და ეს რომ ვუთხარი, ზუსტად მაგიტომ ჩამარტყა სახეში მე მგონი, ასეთი ეჭვი მაქვს", - თქვა მაკა ჯანაშიამ.


მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს. ამასთან მისი დაკვირვებით, ხალხი, რომელიც თავს დაესხა ქცევით მოაგონებდა სპეცრაზმელებს.


"ცალსახად მინდა გითხართ. რომ ეს არ ი ყო ხალხი რომელიც დაორგანიზდა, რომ გაეპროტესტებინა პროტესტი, ეს იყო ჩვეულებრივი გდდ (შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი რედ.) 30 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში ვარ, გამიშუქებია უამრავი დარბევა, სპეცრაზმის უამრავი მოქმედება და ვიცი როგორ მოქმედებენ - იქცეოდნენ ისე ზუსტად და აგრესიულად როგორ გდდ, უბრალოდ იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები და იქცეოდნენ უფრო აღვირახსნილად, თავშეუკავებლად, ვიდრე იქცევა კამერების წინ გდდ და ეს იყო გომელაურის მიერ გამოგზავნილი მისი გდდ, ესენი იყვნენ სისტემის ნაწილები", - თქვა მაკა ჯანაშიამ.


რომლის თანახმადაც, "პატრული არ რეაგირებდა ამაზე და რომ დავბრუნდით, რომ პატრულისთვის გვეთქვა რას აკეთებთ ხალხს სცემენ-მეთქი, პატრული გაქცეული დაგვხვდა. ეს არის სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაორგანიზებული, მათ მიერ გაკეთებული შეთანხმებული", - მოჰყვა მაკა ჯანაშია.


"ტვ პირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ. ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.




 


თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. როგორც მაკა ჩიხლაძე ჰყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც მათ შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები ადამიანებს არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.


ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.


მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.


ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".