„პოლიციელი ყოველთვის მართალია“ - სამართალი „ქარხნული წესით“
				
																	
								
				ბოლო ხუთი დღეა თბილისის საქალაქო სასამართლო განსაკუთრებით გადაიტვირთა.  დილიდან საღამომდე, რამდენიმე სხდომათა დარბაზში, ხშირად პარალელურადაც, აქციებზე დაკავებულებს ასამართლებენ. გზის გადაკეტვის საქმეებს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა პროცესებიც დაემატა.				
			
			
			
			
						
						
						
					
		